სიახლე
Date: 2019-06-10

3 ივნისს, რუსთაველის თეატრში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტიმა კურსდამთავრებულთა პირველ გამოსაშვებ ცერემონიას უმასპინძლა საქართველოში

3 ივნისს, რუსთაველის თეატრში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი კურსდამთავრებულთა პირველ გამოსაშვებ ცერემონიას უმასპინძლა საქართველოში. სპეციალურად ამ ცერემონიისთვის საქართველოს ეწვია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ადელა დე ლა ტორე და ამერიკელი პროფესორების დელეგაცია. ღონისძიებას აგრეთვე დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი ანტონი ველჩერი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე.

კურსდამთვრებულებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ამერიკული საბაკალავრო დიპლომი: კომპიუტერული ინჟინერიის, ელექტრული ინჟინერიის და ქიმია/ბიოქიმიის დარგში.

SDSU-ს 2019 წლის კურსდამთავრებულთა 40% უნივერსიტეტს წარჩინებით ამთავრებს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულები საქართველოში აღჭურვილი არიან ყველა საჭირო უნარითა და ცოდნით რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ინოვაციური მიდგომებით გადაჭრან გლობალური პრობლემები.