სიახლე
Date: 2021-01-13

ასოცირებულ სტუდენტთა საბჭოს აქტივობები

ასოცირებული სტუდენტთა დირექტორთა საბჭო გასულ სემესტრში აქტიურად იყო ჩართული სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სტუდენტთა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შორის ეფექტური კომუნიკაციის წარმართვის პროცესში.

საბჭოს წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად სტუდენტთა გამოკითხვის პროცესში ვირტუალური სწავლების შესახებ. ისინი აქტიურად მუშაობენ ახალი ინიციატივების შექმნაში, რათა აღმოიფხვრას სტუდენტთა ის საჭიროებები, რაც კითხვარის შედეგების მიხედვით იქნა გამოვლენილი.

სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამის წარმომადგენელი, ნინო კაჭარავას ორგანიზებით მოტივირებული სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერიის სტუდენტებმა გაიარეს მინი კურსი და შეისწავლეს დიზანის პროგრამა - Autodesk Revit. კურსის ფარგლებში, რომელთაც სფეროს ექსპერტები უძღვებოდნენ სტუდენტებმა შეისწავლეს პროგრამის მუშაობის პრინციპი და თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება.

მიუხედავად იმისა, რომ წინ კიდევ ერთი ვირტუალური სწავლების სემესტრია და საბჭოს წევრებს ისევ არსებული შეზღუდვების ფონზე უწევთ მუშაობა, ისინი აგრძელებენ აქტიურ მუშაობას და გეგმავენ ღონისძიებებს და ინტელექტალურ თამაშებს, რათა წაახალისონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ხელი შეუწონ მათ პოზიტიურ განწყობას.