სიახლე
Date: 2021-09-20

კარიერის თვე სდსუ საქართველოში - შემოდგომა 2021

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში შემოდგომა 2021-ის კარიერის თვეს იწყებს, რომელიც 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე გაიმართება. კარიერის თვის ფარგლებში, ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ სდსუ საქართველოს სტუდენტებს.

სდსუ საქართველომ კერძო ბიზნესთან თანამშრომლობა სტუდენტთა დასაქმების მიზნით, 2015 წელს დაიწყო. ვინაიდან სდსუ საქართველოს პროგრამები კონცენტრირდება STEM დარგებზე, ჩვენი მიზანია, შევავსოთ ბაზარზე ამ მიმართულებით არსებული პროფესიონალების ნაკლებობა.

სდსუ საქართველო ამერიკული განათლების მოდელს ნერგავს საქართველოში, შესაბამისად სტუდენტები შესაბამისი სტანდარტების განათლებას იღებენ. ჩვენი ლაბორატორიები აღჭურვილია თანამედროვე მოწყობილობებით, რაც სტუდენტებს პრაქტიკული სამუშაოების ჩატარების საშუალებას აძლევს.

აკადემიური პროგრამები:

SDSU საქართველოში ახორციელებს შემდეგ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს:

  • ელექტრული ინჟინერია
  • კომპიუტერული ინჟინერია
  • კომპიუტერული მეცნიერება
  • სამშენებლო ინჟინერია
  • სამოქალაქო ინჟინერია
  • ქიმია/ბიოქიმია.

ამავდროულად, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო გეგმავს რიგით მე-10 დასაქმების ვირტუალურ ფორუმს 2021 წლის ნოემბერში. ფორუმის შესახებ ინფორმაციას პარტნიორი კომპანიები ელ. ფოსტის საშუალებით მიიღებენ.

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სდსუ საქართველოს კორპორატიული ურთიერთობების მენეჯერს, ანა შახნაზაროვას ელ.ფოსტაზე: [email protected].