სიახლე
Date: 2021-01-13

დასაქმების ახალი შესაძლებლობები ქიმიის სტუდენტებისთვის

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დასაქმების სერვისების დეპარტამენტი დაუღალავად მუშაობს, რათა უზრუნველყოს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმება, როგორც სტუდენტობისას, ასევე სწავლის დასრულების შემდეგ.

ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, სხვა პროგრამების კურსდამთავრებულებთან შედარებით, გახლავთ ქიმია/ბიოქიმიის სტუდენტების სრული განაკვეთით დასაქმება კონკურენტული ანაზღაურებით ადგილობრივ დასაქმების ბაზარზე.

მიუხედავად იმისა, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიც არის ლუგარის კვლევითი ცენტრი, ავერსი, ჯიემ ფარმა, ნუტრიმაქსი და ეფექს საქართველო, ისევე როგორც კომპანიებთან რომლებიც მუშაობენ ქიმიის დარგში და მხარს უჭერენ სტუდენტებს და სთავაზობენ სტაჟირებების პროგრამებს, ამ სფეროში კონკურენტული ანაზღაურებით სრული განაკვეთით დასაქმებისთვის  საჭიროა დოქტორის ხარისხის წოდება.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დასაქმების სერვისების დეპარტამენტი მუშაობს დამსაქმებლების ქსელის გაფართოებაზე და ადგილობრივ ორგანიზაციებში დასაქმების შესაძლებლობების ზრდაზე.

ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია კომპანია - სოლუუტივო, რომლის ფილიალიც ახლახანს გაიხსნა საქართველოში და რომელმაც უკვე დაასაქმა ჩვენი უნივერსიტეტის სამი სტუდენტი. კომპანიის წარმომადგენლობისგან დადებითი უკუკავშირი მივიღეთ და ისინი მზად არიან გააგრძელონ ჩვენთან წარმატებული თანამშრომლობა და დაასაქმონ უფრო მეტი ჩვენი სტუდენტი და

დაინტერესებულნი ხართ ჩვენს სტუდენტებთან თანამშომლობით? გადადით ჩვენი კარიერული სერვისების ვებ-გვერდზე და დაუკავშირდით დასაქმების ურთიერთობის მენეჯერს, ანა შახნაზაროვას შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected].