ახალი ამბები
Date: 2021-10-27

პრეზიდენტი დე ლა ტორე ქართველ სტუდენტებს მასპინძლობს

25 ოქტომბერს, სდსუ-ს პრეზიდენტმა, ადელა დე ლა ტორემ გაცვლითი პროგრამის მონაწილე სდსუ საქართველოს სტუდენტებს უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდა გაცვლითი პროგრამის 12 სტუდენტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ირმა გრძელიძე, რომელიც ამჟამად აგრეთვე სან დიეგოში იმყოფება.

სადილზე დამსწრეებს საშუალება მიეცათ გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილება. პრეზიდენტი დე ლა ტორე კონკრეტულად დაინტერესდა სდსუ საქართველოს სტუდენტების გამოცდილებით. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ სდსუ საქართველოს ასოცირებული დეკანი, დოქტორი ასფა ბეიენე, საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებული ვიცე პრეზიდენტი, კრისტინა ალფარო, საერთაშორისო ურთიერთობების კომპლექსის დირექტორი ნოა ჰანსენი და სხვა თანამშრომლები.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოსა და სან დიეგოს მთავარ კამპუსს შორის ყოველსემესტრულად ხორციელდება გაცვლითი პროგრამა. მონაწილე სდსუ საქართველოს სტუდენტების უმრავლესობა უნივერსიტეტისგან იღებს ნაწილობრივ ან სრულ დაფინანსებას.