სიახლე
Date: 2019-06-10

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტების ინოვაციური პროექტებისა და კვლევითი ნაშრომების ყოველწლიურ გამოფენას უმასპინძლა

5 ივნისს, სასტუმრო ბილტმორში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ინოვაციური პროექტებისა და კვლევითი ნაშრომების გამოფენას უმასპინძლა.

ღონისძიების მსვლელობისას გაიმართა დისკურია, რომლის ფარგლებშიც სან დიეგოდან მოწვეულმა პროფესორებმა და საქართველოს ბიზნეს სექტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს უნივერსიტეტსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობაზე, განიხილეს ამერიკაში არსებული წარმატების მაგალითები და ის შესაძლებლობები, რომლებსაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიზნეს სექტორს თანამშრომლობისთვის სთავაზობს.

ღონისძიების მიზანი იყო წარმოედგინა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთვრებული სტუდენტების პროექტები კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის მომავალი თამაშრომლობის შესაძლებლობისთვის. პროექტები, რომლებზეც სტუდენტები მთელი წლის მანძილზე ინსტრუქტორებთან და ბიზნეს კომპანიებთან ერთად მუშაობდნენ, წარმოდგენილი იყო შემდეგი მიმართულებებით: ელექტრული ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია და ქიმია/ბიოქიმა.