სიახლე
Date: 2021-01-13

სდსუ საქართველომ „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ ორი ფინალისტი დააჯილდოვა

29 დეკემბერს, ათასწლეულის ფონდმა რიგით მეექვსე „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს“ უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-18 წლის მოსწავლეებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით. კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების ხელშეწყობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში.

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ ემსახურება ინოვაციური იდეების წახალისებასა და STEM დარგების მიმართ ინტერესის და ცნობადობის ამაღლებას. კონკურსის გამარჯვებულები თანამშრომლობენ წარმატებულ მეცნირებთან და ბიზნეს პარტნიორებთან, რაც თავის მხრივ აძლიერებს თანამშრომლობას და ცოდნის გაზიარებას.

მოსწავლეები ქმნიან გუნდებს და წარადგენენ ინოვაციურ პროექტებს შემდეგ დარგებში: კოსმოსი და ავიაცია, რობოტიკა, მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაცია, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა და ნუტრიციოლოგია.

წარდგენილი პროექტები ფასდება ჟიურის წევრების მიერ. პირველი ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში NASA’s Space Center University-ში საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის მისაღებად. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი მიწვეულნი არიან STEM დარგებში განხორციელებულ საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დეკანმა, ბატონმა ჰალილ გუვენმა მონაწილეობა მიიღო ვირტუალურ დაჯილდოების ღონისძიებაში და ფინალურ ადგილზე გასულ ორ გამარჯვებულ გუნდს - Iokos და Inventas - სპეციალური პრიზები გადასცა. აღნიშნული გუნდის მონაწილეებმა მიიღეს ფულადი ჯილდო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოდან ტექნოლოგიური აღჭურვილობის შესაძენად, რაც მათ დარგში განათლების გაღრმავებაში დაეხმარება.

„ჩვენ ვამაყობთ რომ თავიდანვე ჩართულები ვართ „ათასწლეულის ინოვაციების კონკურსში“. წელს, კოვიდთან ერთად თუ მის გარეშე, ინოვაციები უნდა გაგრძელდეს... გამოგონებები, ინოვაციები და ახალი იდეები წარმოადგენენ ქვეყნის კეთილდღეობას. განვითარება მოდის ინოვაციებთან ერთად... ჩვენ მადლობას ვუხდით ათასწლეულის ფონდს ამ მნიშვნელოვანი ღონისძების მხარდჭერისთვის.

ცერემონიის პირდაპირ ეთერში ყურება შეგიძლიათ ბმულზე დაჭერით.