სიახლე
Date: 2021-03-31

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო ანახლებს ლაბორატორიულ სამუშაოებს

საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული ახალი რეგულაციების მიხედვით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველომ 9 მარტიდან გარკვეულ საგნებში განაახლა ფიზიკური ლაბორატორიული სამუშაობი. ლაბორატორიულ სამუშაოებში მონაწილეობა არსებითი ნაწილია STEM განათლებისა, ვინაიდან სტუდენტებს სჭირდებათ თავიანთ დისციპლინებში პრაქტიკული გამოცდილების დაგროვება.

ფიზიკურ რეჟიმში ლაბორატორიული სამუშაოები ტარდება შემდეგ სანგებში: ქიმია, სამოქალაქო ინჟინერია, კომპიუტერული, სამშენებლო და ელექტრული ინჟინერია. 

ლაბორატორიული სამუშაოები, COVID19-თან დაკავშირებული ყველა ახალი რეგულაციის მკაცრი დაცვით მიმდინარეობს. დაინფიცირების რისკების მაქსიმალურად შემცირების და სოციალური დისტანციის შენარჩუნების მიზნით,  თითოეულ კურსში მხოლოდ 6-8 სტუდენტი მონაწილეობს. სტუდენტები და ლექტორები ვალდებულნი არიან შეიმოწმონ ტემპერატურა ლაბორატორიაში შესვლამდე და ატარონ პირბადე.  

სან დიეგოს სახელწმიფო უნივერსიტეტი საქართველო მკაცრად აკონტროლებს არსებულ ვითარებას და მეთვალყურეობს ყველა რეგულაციისა და გაიდლაინის დაცვას, რათა უზრუნველყოს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა ჯანმრთელობა.