სიახლე
Date: 2019-09-25

SDSU საქართველომ სტუდენტთა საორიენტაციო შეხვედრას უმასპინძლა და სან დიეგოს დღე აღნიშნა საქართველოში

2019 წლის 12 სექტემბერს SDSU საქართველომ სტუდენტთა ახალი ნაკადისთვის საორიენტაციო შეხვედრა გამართა. ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებამ თბილისში სან დიეგოს დღე აღნიშნა.

ღონისძიება გაიმართა SDSU საქართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ ტექნოლოგიურ კამპუსში, რომელსაც დაესწრნენ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბედ რუდი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, MCA საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და SDSU დეკანი საქართველოში ჰალილ გუვენი.

ორიენტაციის ფარგლებში ახალი სტუდენტები გაეცნენ ამერიკული უნივერსიტეტის სწავლების მეთოდებს, აკადემიურ პროცესს, წესებსა და რეგულაციებს. აგრეთვე დაათვალიერეს სასწავლო ინფრასტრუქტურა, შეხვდნენ თანაკურსელებს.