სიახლე
Date: 2019-04-23

SDSU საქართველომ ტრადიციული გრადფესტის ღონისძიება გამართა დამამთვრებელი კურსის სტუდენტებისთვის

2019 წლის 17 აპრილს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში ტრადიციული ღონისძიება გრადფესტი/GradFest გამართა. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაეგოთ მეტი ინფორმაცია კურსის დასრულების ოფიციალური ცერემონიის შესახებ, ასევე შეერჩიათ მათთვის სასურველი სპეციალური ქუდები, მანტიები და დამამთავრებელი კურსის ოფიციალური ცერემონიისთვის საჭირო სხვა ატრიბუტიკა. ღონისძიების მსვლელობისას სტუდენტებმა გადაიღეს პროფესიონალური ფოტოები სან დიეგოს სპეციალურ უნიფორმებში.