სიახლე
Date: 2022-09-04

სდსუ საქართველოს დელეგაცია SnapDragon სტადიონზე აცტეკების პირველ თამაშს დაესწრო

3 სექტემბერს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივესიტეტის ამერიკული ფეხბურთის გუნდმა პირველი თამაში ჩაატარა ახალ - Snapdragon-ის სტადიონზე. სტადიონის მშენებლობა 2020 წლის აგვისტოში დაიწყო და პროექტი აცტეკების სეზონის გახსნისთვის, დაგეგმილ ვადაზე ადრე დასრულდა. აცტეკებისა და ველურიკატების შერკინებას პირდაპირი ეთერით CBS Sports გადასცემდა.

თამაშს ესწრებოდა სდსუ საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებისა და საჯარო და კერძო პარტნიორობის ფონდის წარმომადგენებლისაგან შემდგარი დელეგაცია.

სტადიონის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ გვერდზე: Snapdragon-ის შესახებ