სიახლე
Date: 2020-05-11

სდსუ - საქართველოს კურსდამთავრებულთა ასოციაცია

2019 წლის ზაფხულში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს პირველმა მიღებამ დაასრულა სწავლა, 40%-მა აკადემიური წარჩინებით. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს ადმინისტრაციის ინიციატივით, კურსდამთავრებულებთან კავშირის გასამყარებლად, შეიქმნა კურსდამთავრებულთა მიერ მართული ასოციაცია. ასოციაციის მიზანია, გაუზიაროს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება და შესაძლებლობები კარიერული განვითარების მიმართულებით, აქტიურად ჩაერთოს სტუდენტურ ცხოვრებაში და ითანამშრომლოს სტუდენტურ თვითმმართველობასთან და ისარგებლოს სდსუ - საქართველოს კარიერული სერვისებით.

სდსუ - საქართველოს კურსდამთავრებულბმა უკვე მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას საკუთარ აკადემიურ და პროფესიულ კარიერაში. მიმდინარე წლის მარტში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ორგანიზებით, გაიმართა კურსდამთავრებულთა ასოციაციის პრეზიდენტის და ვიცე პრეზიდენტის ვირტუალური არჩევნები. შედეგად, გიორგი ქვირია - სდსუ საქართველოს კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის კურსდამთავრებული გახდა ასოციაციის პირველი პრეზიდენტი, ხოლო ვიცე პრეზიდენტად არჩეული იქნა მარიამ გაგუა - ასევე კომპიუტერული ინჟინერიის კურსდამთავრებული.

სდსუ საქართველოს კურსდამთავრებულთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრები გეგმავენ ვირტუალურ შეხვედრებს სხვა კურსდამთავრებულებთან მთელ მსოფლიოში. საბჭო იმუშავებს სამოქმედო გეგმის ფორმულირებაზე, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება კავშირების გამყარება კურსდამთავრებულთა შორის და სტუდენტთა საზოგადოებასთან.

სდსუ - საქართველო ნიჭიერი და წარმატებული კურსდამთავრებულების ამაყი ალმა მატერია. იმედი გვაქვს, ერთობლივი მუშაობის შედეგად, შევძლებთ, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ სტუდენტებს და საზოგადოებას, რომ STEM უნარები თანამედროვე შრომის ბაზრის მომავალია, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში.