სიახლე
Date: 2019-10-25

SDSU საქართველოს ყოველწლიური სტაჟირების გამოფენა

17 ოქტომბერს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიური სტაჟირების გამოფენა გაიმართა, რომელშიც 50-ზე მეტმა ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. წელს კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასაუბრებოდნენ SDSU-ს სტუდენტებს საქართველოში. ღონისძიების ფარგლებში ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქპატენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი − საქართველოს საბაკალავრო პროგრამების სტუდენტების და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი − საქართველოს (MCA-Georgia) მიერ დაფინანსებულ პროფესიული განათლების პროგრამების მონაწილე სტუდენტების საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრში, საქპატენტში“ სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლას, ასევე ,,საქპატენტის“ სასწავლო ცენტრის მიერ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში განხორციელებული სასწავლო პროგრამებში მონაწილეობას.