სიახლე
Date: 2021-02-11

STEM ლექციის სერიები ქართველ სტუდენტებისთვის

მიმდინარე პროექტის - “Support STEM Research and Graduate Education in Georgia” - ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში კვლევის წარმოებას ზუსტ და საბუნებისმეტყველო სფეროში და რომელიც შექმნილია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორის დოქტორ ვოლტერ ოჩელის მიერ, 2021 წლის 27-29 იანვარს გაიმართა მინი-სალექციო სერიის მესამე ნაწილი.

შესავალი სიტყვით წარდგნენ პროექტის სპონსორები და მხარდამჭერები - მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ქრისტოფერ ანდერსონი, ამერიკის კულტურის ატაშე, ჰალილ გუვენი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დეკანი და ვოლტერ ოჩელი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი.

მინი-სალექციო კურსის მიზანია ქართველი სტუდენტები და მკვლევარები გაეცნონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ კამპუსზე არსებულ შესაძლებლობებს სადოქტორო კვლევების ჩატარების მიზნით.

27 იანვარს ჩატარდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების პრეზენტაცია STEM მეცნიერებში. პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო 7 პროგრამის დირექტორმა, რომელთაც წარადგინეს სადოქტორო პროგრამები ისეთ დარგებში როგორიცაა ქიმია და გეოფიზიკა.

28 იანვარს გაიმართა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების პრეზენტაცია STEM - კომპიუტერულ და საინჟინრო მეცნირებებში. პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო 2 პროგრამის დირექტორმა, რომელთაც წარადგინეს სადოქტორო პროგრამები ისეთ დარგებში როგორიცაა ინჟინერია და კომპიუტერული მეცნირებები.

29 იანვარს გაიმართა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების პრეზენტაცია STEM - განათლება და ჯანდაცვის სფეროში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 5 პროგრამის დირექტორმა და წარადგინა სადოქტორო პროგრამები განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.

ერთ-ერთი შეხვედრისას ნინო ჭელიძემ, საერთაშორისო განათლების ცენტრის დირექტორმა, ჩაატარა პრეზენტაცია სტუდენტთა საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. ათასწლეულის ფონდის მხარდაჭერით, საერთაშორისო განათლების ცენტრსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ საქართველოს შორის 2018 წელს გაფორმდა ხელშეკრულება და შეიქმნა სასტიპენდიო პროგრამა „აკადემიური პროგრამები სან დიეგოს სახელწმიფო უნივერსიტეტში“. აღნიშნული პროგრამა ეხმარება ქიმია/ბიოქიმიის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს მიიღონ დაფინანსება და სწავლა გააგრძელონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამებზე. სტიპენდიის მოცულობა შეადგენს 50 000 ამერიკულ დოლარს, რომელიც გათვლილია 5 წელიწადზე და მოიცავს სწავლის, მგზავრობის, ჯანმრთელობის დაზღვევასა და სხვა ხარჯებს. ამ დრომდე, აღნიშნული პროგრამით, სდსუ საქართველოს ექვსმა სტუდენტმა მიიღო დაფინანსება და ისინი სწავლას კალიფორნიაში, სან დიეგოს სახლმწიფო უნივერსიტეტში აგრძელებენ.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ და დასკვნითი ნაწილის დაწყებამდე გაიმართა კითხვა-პასუხი წარმდგენებსა და დამსწრე საზოგადოებას შორის, რომელსაც ათასწლეულის ფონდის საქართველოს უმაღლესი განათლების პროექტის დირექტორი, ბატონი ნოდარ სურგულაძე გაუძღვა.

მინი-სალექციო კურსების სერია შექმნილია როგორც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და ქართველ მკლევარებსა და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის დამყარებაზე, ასევე ცნობადობის ამაღლებაზე თანამედროვე კვლევით და სამეცნიერო გამოცემათა მეთოდოლოგიის შესახებ. ბოლო, სამი ნაწილისგან შემდგარი, მინი-სალექციო კურსი დიდი წარმატება იყო - სამი დღის მანძილზე Zoom პლატფორმის მეშვეობით ლექციებს 300 ადამიანზე მეტი დაესწრო.