ელექტრული ინჟინერია

პროგრამის მიზანი

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა გთავაზობთ სასწავლო კურსებს ელექტრული ინჟინერიის ძირითად სფეროებში: ინფორმაციის გადამუშავების და გადაცემის მანქანები, ელექტროენერგიის გამომუშავება და განაწილება, ელექტრომაგნიტური ფენომენის შესწავლა და გამოყენება. სწავლის დროს თეორიულ და კონკრეტულ საინჟინრო პრობლემებზე მუშაობა სტუდენტებს ხელს უწყობს პროფესიული უნარების განვითარებაში. სასწავლო გეგმის მიზანია, მიაღწიოს თეორიასა და პრაქტიკას შორის ისეთ ბალანსს, რომელიც მოამზადებს კურსდამთავრებულებს როგორც სწრაფი დასაქმებისთვის, ასევე სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისთვისაც. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა აკრედიტებულია ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) მიერ.

დასაქმების შესაძლებლობები

პირველი კურსის საგნები მოიცავს კალკულუსს, ფიზიკასა და ქიმიას. მეორე და მესამე კურსის განმავლობაში სტუდენტები გაივლიან სპეციფიურ კურსებს სპეციალობაში. თითოეული სტუდენტი ირჩევს ტექნიკურ არჩევით საგნებს, როგორიცაა VLSI დიზაინი (მიკროჩიპების დიზაინი), ბიოსამედიცინო აპარატურა, მიკროტალღების ტრანსმისია, კომუნიკაციის სისტემები, ციფრული სიგნალების დამუშავება, მიკროპროცესორები, მულტიმედიური პროგრამირება, ენერგოსისტემების დიზაინი და ანალიზი, ოპტიკური ელექტრონიკა და კომპიუტერული ქსელები. 

ყველა სტუდენტისთვის სავალდებულოა დამამთავრებელი, “Capstone design” სადიპლომო ნაშრომის მომზადება, რომელიც აძლიერებს გუნდური მუშაობის, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარებს და ხელს უწყობს შემოქმედებით აზროვნებას.

დასაქმების შესაძლებლობები

STEM დარგებში დასაქმების და კარიერული ზრდის შესაძლებლობები მოიცავს ისეთ მაღალტექნოლოგიურ სექტორებს, როგორებიცაა:

  • მობილური ტელეფონები და კომუნიკაცია, ტელეკომუნიკაციის ტექნოლოგიები
  • ტრანსპორტის (საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო) ავტომატური სისტემები
  • კოსმოსური მოწყობილობები, აერონავტიკა, ასტრონომია
  • კვების მრეწველობის დისტანციური მონიტორინგი და მოქმედებები
  • სამხედრო და თავდაცვის სისტემები

 

ფაკულტეტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ესტუმროთ სან დიეგოს სახელმწიფო უნივესიტეტის ძირითად ვებ გვერდს:

https://electrical.sdsu.edu/faculty.php

ფაკულტეტის წარმომადგენლების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე:

https://sdsu.edu.ge/ka/instructors

 

 


პროგრამის აღწერილობა PDF ვერსია

კატალოგი 2020 – 2021

ელექტრული ინჟინერია