ქიმია/ბიოქიმია

პროგრამის მიზანი

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა ქიმია / ბიოქიმიაში მოიცავს საგნის ფართო სპექტრს, მათ შორის, ანალიზურ, არაორგანულ, ორგანულ, ფიზიკურ და ბიოლოგიურ ქიმიას. SDSU-ს საბაკალავრო პროგრამა შეისწავლის თითოეული სფეროს საფუძვლებს ლაბორატორიულ კვლევასა და ქიმიის პრაქტიკულ გამოყენებაზე აქცენტით. ქიმიის შესწავლას მივყავართ საინტერესო და წარმატებული კარიერისკენ ისეთ სფეროში, როგორიცაა ფარმაცევტული პროდუქციის განვითარება, ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიება, ახალი პროცესებისა და პროდუქტების შექმნა, ნივთიერების აგებულების შესწავლა, ნატურალური  პროდუქტების იდენტიფიცირება და დახასიათება, ეკოლოგიური პრობლემების შეფასება, თუ ცოცხალ უჯრედებში მიმდინარე პროცესების კვლევა. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის/ბიოქიმიის პროგრამა სერტიფიცირებულია ამერიკის ქიმიის საზოგადოების მიერ (ACS).

სწავლების მეთოდოლოგია

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის სასწავლო გეგმა მოიცავს ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრს. სტუდენტები ეუფლებიან კვლევის თანამედროვე ლაბორატორიულ მეთოდებს, იყენებენ კვლევის უახლეს  ინსტრუმენტებს (NMR, HPLC, GC, MS და ა.შ.) და იძენენ გამოცდილებას პრობლემის ჯგუფურად გადაჭრის გზით.

დასაქმების შესაძლებლობები

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის კურსდამთავრებულები დიდი მოთხოვნით სარგებლობენ როგორც ბიოტექნოლოგიური, ნავთობ-ქიმიური და ფარმაცევტული კომპანიების, ასევე სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდანაც. კურსდამთავრებულების დიდი რაოდენობა მიჰყვება აკადემიურ სფეროს და ასწავლის უნივერსიტეტებში, კოლეჯებსა და სკოლებში.

 

ფაკულტეტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ესტუმროთ სან დიეგოს სახელმწიფო უნივესიტეტის ძირითად ვებ გვერდს:

http://www.chemistry.sdsu.edu/directory/faculty/

ფაკულტეტის წარმომადგენლების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე:

https://sdsu.edu.ge/ka/instructors

 

 

 

 

 


პროგრამის აღწერილობა PDF ვერსია

კატალოგი 2020 – 2021