სამოქალაქო ინჟინერია

პროგრამის მიზანი

სამოქალაქო ინჟინერია სწრაფად მზარდი პროფესიაა შესანიშნავი კარიერული შესაძლებლობებით. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამა მრავალფეროვანი, საინტერესო, გამოწვევებით აღსავსე და მოქნილია. ინჟინერის სამუშაო ინტელექტუალური, ცვალებადი და ნაკლებად რუტინულია, ამიტომაც, SDSU-ს პროგრამა ფოკუსირდება ზუსტ მეცნიერებებზე, მათემატიკასა და ინჟინერიაზე. პროგრამა მოიცავს სოციალურ და ჰუმანიტარულ მიმართულებებსაც, რადგან სამოქალაქო ინჟინერიის კურსდამთავრებულებმა უნდა შეძლონ საკუთარი გადაწყვეტილებების სოციალური და ეკონომიკური შედეგების გათვალისწინება. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა აკრედიტებულია ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) მიერ.

დასაქმების შესაძლებლობები

სამოქალაქო ინჟინერიის კურსდამთავრებულთათვის სხვა სფეროებთან ერთად შესაძლო კარიერული განვითარება გარემოს დაცვის და ტრანსპორტირების სფეროებში მოიაზრება. ამ დარგის სპეციალისტები მოთხოვნადია როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორებში, რომლებსაც სამოქალაქო ინჟინრების ახალი, კარგად მომზადებული თაობა ესაჭიროება. ჩვენი პროგრამები დაგეგმილია ისე, რომ მოამზადოს სტუდენტები შრომის ბაზრის საჭირობების შესაბამისად. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს კერძო სექტორთან და სტუდენტების პოტენციურ დამსაქმებლებთან.

სპეციალურად ამ მიზნით შექმნილია მრჩეველთა საბჭო, რომლის წევრები არიან საქართველოს და აშშ-ის კერძო და საჯარო სექტორის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები. აღნიშნული კავშირები, აგრეთვე გამოიყენება ჩვენი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამების შესაქმნელად. ბევრი სტუდენტი სტაჟირებას პირველივე კურსიდან გადის. ამაში მათ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალური კარიერული განვითარების პროგრამა ეხმარება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები სწავლობენ კარიერული განვითარების სხვადასხვა ტექნიკებს და მონაწილეობას იღებენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიურ დასაქმებისა და სტაჟირების ფორუმში.

 

ფაკულტეტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ესტუმროთ სან დიეგოს სახელმწიფო უნივესიტეტის ძირითად ვებ გვერდს:

http://ccee.sdsu.edu/faculty_and_staff/faculty_and_staff

ფაკულტეტის წარმომადგენლების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე:

https://sdsu.edu.ge/ka/instructors

 

 

 

 


პროგრამის აღწერილობა PDF ვერსია

კატალოგი 2020 – 2021