სამშენებლო ინჟინერია

პროგრამის მიზანი

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშენებლო ინჟინერიის პროგრამა სამშენებლო სექტორსა და უნივერსიტეტს შორის ერთობლივი მუშაობის შედეგია. ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია კონკურენტუნარიანი და ეფექტიანი სამუშაო ძალის მომზადება. პროგრამის მახასიათებლებია:

  • ძირითადი საგანმანათლებლო კურიკულუმი, რომელიც სამშენებლო ინჟინერიის და სამშენებლოსაწარმოთა მართვის თეორიაზე და პრაქტიკაზეა ფოკუსირებული.
  • დივერსიფიცირებული ზოგადი განათლების მოდული კურიკულუმში, რომელიც ხელს უწყობსპროფესიონალის მოქალაქეობრივი როლის გაცნობიერებას და კრეატიული და ინტელექტუალური აქტივობების წამოწევას.
  • სამშენებლო ინჟინერია საკმაოდ ფართო შინაარსის პროფესიაა, რომელიც მოითხოვს ბალანსს ტექნიკურ მხარეებსა (საწარმოო სისტემების დიზაინი, საჭირო სამუშაოების შესრულება უსაფრთხოდ და ბიუჯეტის და განრიგის შესაბამისად) და  საზოგადოებრივ საჭიროებებს შორის.
  • სამშენებლო სფეროში ჩვენი ცოდნა ეფუძნება წარსულ გამოცდილებას.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშენებლო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა აკრედიტებულია ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) მიერ.

დასაქმების შესაძლებლობები

სამშენებლო ინჟინერია მოთხოვნადი პროფესიაა შესანიშნავი კარიერული შესაძლებლობებით. სამშენებლო ინჟინერია მოთხოვნადი პროფესიაა შესანიშნავი კარიერული შესაძლებლობებით. სამშენებლო ინჟინერია მოთხოვნადი პროფესიაა შესანიშნავი კარიერული შესაძლებლობებით. კურსდამთავრებულთათვის სხვა სფეროებთან ერთად შესაძლო კარიერული განვითარება მოიაზრება სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებში, გარემოს დაცვის, ტრანსპორტირების, წყალმომარაგების სფეროებში.  კურსდამთავრებულთათვის სხვა სფეროებთან ერთად შესაძლო კარიერული განვითარება მოიაზრება სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებში, გარემოს დაცვის, ტრანსპორტირების, წყალმომარაგების სფეროებში. ამ დარგის სპეციალისტები ფართოდ მოთხოვნადია როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორებში. ჩვენი პროგრამები დაგეგმილია ისე, რომ მოამზადოს სტუდენტები შრომის ბაზრის საჭირობების შესაბამისად. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს კერძო სექტორთან და სტუდენტების პოტენციურ დამსაქმებლებთან. სპეციალურად ამ მიზნით შექმნილია მრჩეველთა საბჭო, რომლის წევრები არიან საქართველოსა და აშშ-ის კერძო და საჯარო სექტორის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები. აღნიშნული კავშირები აგრეთვე გამოიყენება ჩვენი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამების შესაქმნელად. ბევრი სტუდენტი სტაჟირებას პირველივე კურსიდან გადის. ამაში მათ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალური კარიერული განვითარების პროგრამა ეხმარება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები სწავლობენ კარიერული განვითარების სხვადასხვა ტექნიკებს და მონაწილეობას იღებენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიურ დასაქმებისა და სტაჟირების ფორუმში.

 

ფაკულტეტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ესტუმროთ სან დიეგოს სახელმწიფო უნივესიტეტის ძირითად ვებ გვერდს:

http://ccee.sdsu.edu/faculty_and_staff/faculty_and_staff

ფაკულტეტის წარმომადგენლების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე:

https://sdsu.edu.ge/ka/instructors

 

 


პროგრამის აღწერილობა PDF ვერსია

კატალოგი 2020 – 2021